ტექსტილის პროფესიონალური სამრეცხაო სერვისი „ქათქათი“ იწყებს ოპერირებას და ეძებს თანამშრომლებს.
უახლესი სარეცხი, საშრობი და საუთოო დანადგარებით ვრეცხავთ სასტუმროების, სავარჯიშო დარბაზებისა და სხვა დაწესებულებების ტექსტილს (თეთრეული, პირსახოცი, ფარდა, სუფრა, უნიფორმა).
გთავაზობთ მყუდრო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ვეძებთ ენერგიულ და ერთგულ თანამშრომლებს.
მრეცხავი: (განიხილება როგორც მამაკაცის, ასევე ქალის პოზიცია) - მოიცავს სარეცხის დახარისხებას, დამუშავებას ლაქებზე სპეციალური მასალებით, სარეცხ მანქანასა და საშრობში მოთავსებას, რეცხვის მონიტორინგს.
მკეცავი და უთოს ოპერატორი: მოიცავს ავტომატურ პრესის უთოში სარეცხის მოთავსებას, დაკეცვასა და შეფუთვას.
კურიერი: (აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილებით) - სარეცხის ტრანსპორტირება, მისამართებიდან მოგროვება და შემდეგ დარიგება. აუცილებელია კარგი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარები:
* სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ შრომას (სარეცხის დახარისხება, დაკეცვა, შეფუთვა, სარეცხ და საშრობ მანქანებში მოთავსება/ ამოღება, პრესის უთოში მოთავსება).
* შრომისმოყვარე და ენერგიული;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 საათიანი შესვენებით).
მომავალში დაემატება მეორე გრაფიკი საღამოს საათებში.
კვირაში 1 დასვენების დღე.
მისამართი: ორთაჭალა, კრწანისის ქუჩა.
ანაზღაურება: 800₾ (ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით).
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნეთ მეილზე catcatige@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 170017
catcatige@gmail.com-ზე თქვენი მონაცემების (CV-ის) გამოგზავნით ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „ქათქათი საქართველოს“ მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადისა.
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის სატელეფონო ნომერზე ან მოგვწეროთ ელ-ფოსტა.
We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.